ინტურისტ რეზიდენსი

ბიზნეს კლასის აპარტამენტები

შეიძენე შენი ოცნების ბინა ბათუმში, ზღავსთან ახლოს

შეარჩიე ბინა!

ინფორმაცია ბინაზე

ბინის აღწერა

შპს ბათმშენის მიერ მშენებარე მრავალფუნცქციური კომპლექსი სახელწოდებით - ინტურისტ რეზიდენსი მდებარეობს ქ. ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, ზღვიდან 3 წუთის ფეხით სავალზე, პლიაჟიდან დაახლოებით 200 მეტრში.

მთავარი, რაც კომპლექსს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ადგილმდებარეობაა. უბანი სადაც აღნიშნული კომპლესი შენდება არის ქალაქის ყველაზე პერსპექტიული და საინვესტიო თვალსაზრისით მომხიბვლელი ტურისტული და საკურორტო ზონა.

კომპლექსის უშუალო სიახლოვეს მდებარებს მაკდონალდსი, დანკინ დონატსი (ვენდის სახლი, კარფური), გუდვილი (ბათუმი მოლი), იუსტიციის სახლი, არდაგანის ტბა (მოცეკვავე შადრევნები), რესტორნები - სანრემო, გრანდ გრილი, სანსეტი და სხვადასხვა. კომპლექსის უშუალო სიახლოვესაა ასევე ბათუმის ძველი და ახალი ბულვარი. კომპლექსიდან 1-2 საათის სავალზეა ასევე სათხილამურო კურორტები გომარდული და გოდერძი.

გარდა არსებულისა მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ასევე რამდენიმე ათეული სხვადასხვა მრავალფუნქციური კომპლექსებისა და ცათამბრჯენების მშენებლობა, როგორიცაა საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, სამორიონეები, რესტორნები, კაფე-ბარები, ღამის კლუბები, საბავშვო და სხვა გასართობი ცენტრები, სავაჭრო ცენტრები, ქალაქის დიდი საფეხბურთო მოედანი და სხვა უამრავი ინფრაქსტრუქტურული პროექტები.

თანამედროვე, ევროპული არქიტექტურის მქონე კომპლექსი ინტურისტ რეზიდენსი შედგება 37 სართულიანი ორი A და B ბლოკისაგან.

A ბლოკის 1-15 სართულებზე განთავსდება საერთაშორისო ბრენდის, 5 ვარსკვლავიანი, 180 ნომრიანი სასტუმრო

A ბლოკის 16-37 და B ბლოკის 4-37 სართულებზე განთავსდება ევროსტანდარტების მქონე, ბიზნეს კლასის 1, 2, 3 და 4 ოთახიანი პრაქტიკული საცხოვრებელი აპარტამენტები.

საცხოვრებელი აპარტამენტებიდან იშლება ზღვის, მთებისა და ქალაქის ულამაზესი ხედები.

საცხოვრებელი აპარტამენტების ყველა ოთახს აქვს ღია ტიპის აივნები

 

 

ბინის შეძენის პირობები

 

ერთიანი ან ეტაპობრივი გადახდა

მყიდველს საშუალებს ექნება, როგორც ერთიანად გადახდით შეიძინოს აპარტამენტი და ისარგებლოს ფასდაკლებით, ასევე ეტაპობრივად დაფაროს ის 30%- ის პირველადი შენატანით და ისარგებლოს კომპანიის შიდა 36 თვიანი უპროცენტო განვადებით.

შეძენისა და რეგისტრაციის პროცედურა

აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის(უცხო ქვეყნის მოქალაქეს საზღვარგარეთის პასპორტის) წარდგენით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასევე აქვთ უფლება ისარგებლონ შიდა უპროცენტო განვადებით.

უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურას სჭირდება არაუმეტეს 20 წუთისა. რაც მნიშვნელოვანი და მთავარია ჩვენთან გარანტირებული და დაცუალია თქვენი ქონებრივი უფლებები. საცხოვრებელი ბინა შეძენისთანავე რეგისტრირდება სახელმწიფო (საჯარო) რეესტრში.

თუ თქვენ ბინა შეიძინეთ განვადებით მაშინ გაფორმდება წინა ნასყიდობის ხელშეკრულება და თქვენ იქნებით ამ ბინის მომავალი მესაკუთრე, ხოლო თანხის გადახდის დასრულების შემდეგ გაფორმდება საბოლაო ნასყოდობის ხელშეკრულება და თქვენ გახდებით ბინის სრული მესაკუთრე

თუ თქვენ ბინა შეიძინეთ ერთიანი (სრული) გადახდით ასეთ შემთხვევაში გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და მაშინვე გადმოგეცემათ სრული საკუთრების უფლება ბინაზე.

საქართველოში არ არის უძრავი ქონების შეძენაზე რაიმე გადასახადები. ბინის შეძენისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ 106 ლარი ბინის ღირებულების ერთიანად გადახდის შემთხვევაში, ხოლო 56+50 ლარი განვადებით გადახდის დროს. შესაძლებელია ასევე ბინის დისტანციურად ან/და მინდობილობის საფუძველზე გაფორმება რეესტრის ამონაწერის  მომზადების შემდეგ მისი შემოწმება  და ამობეჭდვა შეგიძლიათ ვებ. გვერდზე:  www.reestri.gov.ge.  რეესტრის ყველა ამონაწერს  გააჩნია  საკუთარი  უნიკალური (განუმეორებელი) შტრიხ-კოდი (იდენტიფიკატორი), რის გამოც მისი  "სველი"  ბეჭდით დამოწმება არ ხდება.

კომპანია ბათმშენის -ის თანამშრომლები გაგიწევენ დახმარებას ბინის შეძენასთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ საკითხზე.

 

 

ბინის მახასიათებლები

 

  • "ბიზნეს-კლასის" 37 სართულიანი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი (A და B კორპუსი);
  • თავისუფალი დაგეგმარების 827 ბინა,გამყოფი ტიხრების გარეშე;
  • მიწისქვეშა პარკინგი 120 ავტომანქანაზე და მიწისზედა პარკინგი 65 ავტომანქანაზე;
  • გადახურვები შესრულებული მონოლითური, რკინაბეტონის კონსტრუქციებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • ფასადის და ბინებს შორის გამყოფი კედლები შესრულებული 20 სმ სისქის პემზა ბლოკებისაგან:
  • ფასადები და სახურავი დასრულებული და კეთილმოწყობილი;
  • ეზო და საერთო სივრცეები დასრულებული და კეთილმოწყობილი;
  • კიბის უჯრედის იატაკის მოპირკეთება - გრანიტი, სადარბაზოების იატაკი - კერამოგრანიტი, სადარბაზოების ჭერი ამსტრონგის ფილები;
  • თითოეულ კორპუსში 4 ჩქაროსნული უხმო ლიფტი (3 სამგზავრო და 1 სატვირთო);
  • საცხოვრებელი ბინა სამეზობლო კედლებით შემოსაზღვრული;
  • ბინაში შესასვლელი კარები - მეტალის, ხის ლამინაციით ან ხის იმიტაციით და ხარისხიანი საკეტებით;
  • საცხოვრებელი ბინის სიმაღლე სართულშუა გადახურვის ფილებს შორის 3 მეტრი;
  • ყველა ბინა ღია ტიპის აივნებით;
  • ოთხკამერიანი მეტალო-პლასტმასის აივანზე გასასვლელი კარ-ფანჯრები ორმაგი მინაპაკეტით დამონტაჟებული;
  • აივნის მოაჯირები დამონტაჟებული;
  • აივნის კუთხეში ჟალუზებით მოწყობილი სპეციალური (დახურული, ბუნებრივად ვენტილირებადი) ადგილი კონდიციონერის და გათბობის ქვაბის დასამონტაჟებლად;
  • კომუნიკაცია: ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია, ვენტილაცია შეყვანილი ბინაში, ბუნებრივი აირის მილი შეყვანილი ბინაში დამატებითი ანაზღაურებით;
  • დამონტაჟებული მრიცხველები წყალზე და ელექტროობაზე; ბუნებრივ აირზე დამატებითი ანაზღაურებით;
  • საკაბელო ტელევიზიის და ინტერნეტის ცენტრალური გაყვანილობა სადარბაზოში სართულზე მიყვანილი;
  • ცეცხლის კერის აღმოჩენის და ხანძრის ჩაქრობის ცენტრალიზებული სისტემა.

 

კომპლექსის მართვა

შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა აუცილებელი წინაპირობაა, რათა შენარჩუდეს კომპლექსის ფუნქციონალურობა, სისუფთავე და მიმზიდველობა.კომპლექსის მოვლას უზრუნველჰყოფს შპს ბათმშენი მოვლის მომსახურება მოიცავს:

  • დერეფნებისა და საზოგადოებრივი ფართების დალაგებასა და მოვლას;
  • 24-საათიან დაცვის სამსახურს და ვიდეო-მეთვალყურეობას;
  • დალაგებისა და კონსიერჟის სერვისს;
  • რეცეფციას;
  • ლიფტებისა და სხვა სერვისების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
  • მომსახურების ყოვეთვიური საფასური შეადგენს 1 და 2 ოთახიან ბინაზე 40 ლარს, ხოლო 3 და 4 ოთახიან ბინაზე 50 ლარს (თუ შევადარებთ სამშენებლო ბაზარზე დასახელებული სერვისით სარგებლობის საფასურს დავრწმუნდებით, რომ ჩვენთან ეს საფასური ყველაზე მინიმალურია და იგი თითქმის უტოლდება მოსახურების თვითღირებულებას, რადგან ამ შემთხვევაში კომპანიის მთავარი მიზანია არა აქედან მოგების მიღება არამედ როგორც აუცლებელი სერვისით კომპლექსის აღჭურვა)

 

აპარტამენტების გაქირავება

კიდევ ერთი დეტალი, რაც ინტურისტ რეზიდენსს" უფრო საინტერესოს ხდის, ეს ახალი, ევროპული ტენდენციების სერვისია. აპარტამენტების მყიდველი ავტომატურად ერთვება ბიზნესშიც. აპარტამენტის ნებისმიერ მფლობელს საშუალება აქვს საკუთარი ბინა გააქირაოს, თქვენი მეტი კომფორტისთვის კი, ადმინისტრირებას  ჩვენი კომპანია გასწევს.

ამდენად აპარტამენტის შეძენით თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი, ყოველთვიური სარგებელიც მიიღოთ საკუთარი ინვესტიციიდან და ამ გზით საშუალოდ 4 წელიწადში უკან ამოიღოთ ბინის თვითღირებულებაც.

 

დიზაინი და რემონტი

შპს ბათმშენი მეპატრონეებს სთავაზობს აპარტამენტების დიზაინს, რემონტს,ავეჯსა და სრულ აღჭურვას - საშუალო, კომფორტული ან პრემიუმ კლასის(შეთანხმების მიხედვით) სტანდარტის მიხედვით. მეპატრონეებს ასევეშეუძლიათ აპარტამენტის საკუთარი ძალებით გარემონტება, რაც შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე.

 

 

მშენებლობის გრაფიკი

2018 წელი - რკინა-ბეტონის კარკასის მშენებლობა.

2019 წელი - რკინა ბეტონის კარკასის მშენებლობა.

2020 წელი - მოპირკეთების სამუშაოები

2021 წელი - ეზოს და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა

 

 

სერვისები და ინფრასტრუქტურა

"ინტურისტ რეზიდენს"-ი მოიცავს ყველა სერვისსა და ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელია თქვენი კომფორტული ცხოვრებისათვის


 

სერვისები

  • რეცეპშენი
  • კონსიერჟი
  • ვიდეო-მეთვალყურეობა
  • ტექნიკური მომსახურება
  • სართულების დალაგება

ინფრასტრუქტურა

  • მიწისქვეშა ავტოსაგომი
  • ღია და დახურული აუზი
  • სპა
  • ფიტნესი
  • კაზინო
  • რესტორნები

პროექტები

გორგასალის ქუჩა N156-158

420 ბინიანი სახლი, ექსპლუატაციაში ჩაბარებულია 2016 წელს

ჭავჭავაძის ქუჩა N34

115 ბინიანი სახლი, ექსპლუატაციაში ჩაბარებულია 2014 წელს

სიახლეები

  • 08, Jun 2019

მიმდინარეობს 22-ე სართულის მშენებლობა

  • 12, Dec 2018

მიმდინარეობს 13-ე სართულის მშენებლობა

  • 17, Sep 2018

მიმდინარეობს 10-ე სართულის მშენებლობა

ვიდეო

ჩვენს შესახებ

ქართული სამშენებლო კომპანია ,,ბათმშენი“ სამშენებლო ბაზარზე 2011 წლიდან გამოჩნდა და მალევე დაიმკვიდრა ძლიერი, სტაბილური და სანდო კომპანიის სახელი.

სანდოობა კომპანიას იმ გამოცდილებამ, წარმატებამ, პატიოსანებამ და პასუხისმგებლობამ მოუტანა, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია.

კომპანიამ თავისი საქმიანობის 7 წლის მანძილზე ქალაქ ბათუმში დროულად და ხარისხიანად ააშენა და ექსპლუატაციაში ჩააბარა არაერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

კომპანია დაკომპლექტებულია თანამედროვე მშენებლობის სფეროში მოქმედი მაღალი დონის პროფესიონალი კადრებით.

კომპანიას გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი ევროპული სტანდარტების მქონე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის.

კომპანია მიმდინარე ეტაპზე აშენებს ქ. ბათუმში, ზღვის სანაპიროზე (ზღვიდან 3 წუთის სავალზე, პლიაჟიდან დაახლოებით 200 მეტრში) მრავაფუნქციურ კომპლექსს ინტურისტ რეზიდენსს, სადაც საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბიზნეს კლასის აპარტამენტების განთავსდება.

ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან და პრაქტიკულ საცხოვრებელ აპარტამენტებს ოპტიმალურ ფასად და ხელმისაწვდომი პირობებით.

ჩვენთან ხარისხი უფრო მაღალია ვიდრე ფასი.

ჩვენი რეკლამა ჩვენი ერთგული მომხმარებელია.

2

კორპუსები

830

სულ ბინები

401

გაყიდულია

429

დარჩენილია

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

(+995) 557 304040, (+995) 558 304040

მოგვწერეთ

info@intouristresidence.ge

მისამართი (გაყიდვების ოფისი)

საქართველო, ქ. ბათუმი, ნიკო ფიროსმანის ქ. N17